6 ყველაზე ხშირად დასმული კითხვა როდესაც გსურს ექსპორტი

შენ წამოიწყე ბიზნესი ნულიდან და მიაღწიე გარკვეულ წარმატებას შიდა ბაზარზე. უკვე მზად ხარ გაცდე  ქვეყნის ფარგლებს და დაიწყო ექსპორტი.

კარგი სიახლე არის ის, რომ ეს სწორი მომენტია ექსპორტის გადაწყვეტილებისთვის.  დღეს, გლობალიზაციის და ელექტრონული კომერციის ეპოქაში ბიზნესს აღარ მოეკითხება ზომა, დღეს ყველას შეუძლია იყოს ექსპორტიორი.

კითხვა მხოლოდ შემდეგშია – როგორ დაარწმუნო მომხმარებელი იყიდოს შენი პროდუქცია?

ყველაფერი იწყება საკუთარი პროდუქტის სიღრმისეული ცოდნით  და ამ ცოდნის გადაცემით პოტენციური მყიდველებისა და პარტნიორებისთვის.

იყავი მზად ექსპორტიორიების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხისთვის – ეს იქნება შენი ექსპორტის წარმატებული დასაწყისი!

1. რა სძენს თქვენ პროდუქციას უნიკალურობას?

მნიშვნელოვანია თქვენი სერვისის და პროდუქტის ზოგადი სიღრმისეული  და მარკეტინგული უპირატესობების ცოდნა. ამას ეწოდება უნიკალური სავაჭრო შეთავაზება (Unique Selling Proposition – USP). ეს არის ის რაც თქვენ ბიზნესს ხდის გამორჩეულს და პოტენციურ მყიდველებს უჩნდებათ თქვენთან თანამშრომლობის სურვილი.

იმისათვის, რომ გამოიკვლიოთ რა არის თქვენი უნიკალური სავაჭრო შეთავაზება (Unique Selling Proposition – USP) და პოტენციურ მყიდველებს დაანახოთ რა არის თქვენს პროდუქტსა და სერვისში გამორჩეული, იფიქრეთ შემდეგი მიმართულებით:

  • რა გამოარჩევს მას დანარჩენი ბაზრისგან?
  • რა არის თქვენი შედარებითი უპირატესობა?
  • რომელია თქვენი სამიზნე სეგმენტი/აუდიტორია?
  • შეუძლია თქვენს პროდუქტს/სერვისს ახალ ბაზრებზე ადაპტირება?

2. რატომ ხართ დაინტერესებული ჩემი კომპანიით?

თუ თქვენ გამოხატეთ ინტერესი კონკრეტული მყიდველის მიმართ და გადაწყვიტეთ მასთან ექსკლუზიურად მუშაობა, მას აუცილებლად დააინტერესებს რატომ აირჩიეთ ის.

არის ამის მიზეზი მათი გამოცდილება ბაზარზე? თუ მათი ბრენდის თვითმყოფადობა (?) ? იქნებ მათი ღირებულებები და ბიზნეს ფილოსოფია არის თქვენთან თანხვედრაში?

მიაწოდეთ მყიდველს ინფორმაცია თუ რატომ აირჩიეთ ის და ეს უზრუნველყოფს თქვენი ბიზნეს ურთიერთობების წარმატებულ დასაწყისს.

3. გაქვთ თუ არა ბაზარზე გამოცდილება?

ვინაიდან არც ერთი ქვეყანა, კულტურა და საზოგადოება არ არის იდენტური, მნიშვნელოვანია გარკვეული ინფორმაციის წინასწარ ფლობა თქვენს სამიზნე ბაზარზე. რითი გამოირჩევა მომხმარებლის ქცევები ბაზარზე? რა არის ძირითადი გამოწვევები და ვინ არიან მთავარი კონკურენტები? კარგია თუ თქვენ უკვე გაქვთ გამოცდილება და გარკვეული წარმატებები ბაზარზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ დაგჭირდებათ ბაზრის კვლევა.

4. გაქვთ თუ არა დახასიათებები/რეკომენდაციები?

თუ თქვენ გაქვთ წარმატებული მუშაობის გამოცდილება სხვა პარტნიორებთან, გამოიყენეთ ეს მაგალითები. დახასიათებები და რეკომენდაციები თქვენი პარტნიორებისა და მომხმარებლებისგან დაადასტურებს თქვენი პროდუქტის/სერვისის ხარისხს და ხაზს გაუსვამს თქვენი ბიზნეს ურთიერთობების დადებით მხარეებს.

5. რა გეგმები გაქვთ ლოგისტიკასთან დაკავშირებით?

თქვენი პროდუქციის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გადაზიდვისას, უნდა იყოთ ინფორმირებული სხვადასხვა ლოგისტიკურ სირთულეებთან დაკავშირებით, როგორიცაა შეფუთვის, ეტიკეტირების, დოკუმენტაციისა და დაზღვევის მოთხოვნები. წინასწარი გეგმის არსებობა უზრუნველყოფს პროფესიონალური შთაბეჭდილებისა და ნდობის მოხვეჭას თქვენს პარტნიორში.

გაითვალისწინეთ, რომ ლოგისტიკური დეტალების მოგვარება საჭიროებს დროისა და თანხის რესურსს, ამიტომაც იყავით მზად, ან დაიქირავეთ მესამე მხარე აღნიშნული დეტალების მოსაგვარებლად.

6. გაქვთ თუ არა ხარისხის სერთიფიკატი (ები)?

ხარისხის სერთიფიკატები უზრუნველყოფენ თქვენი პროდუქციის/სერვისის ფორმალურ აღიარებას, სამიზნე ბაზარზე – რეგულაციების, პროფესიონალიზმისა და ინდუსტრიული სტანდარტების კუთხით. ეს არის სრულყოფილების ნიშანი, რომელიც უდასტურებს თქვენს პოტენციურ პარტნიორს თქვენი პროდუქციის (თქვენი კომპანიის) სანდოობას.

მზად ხართ თქვენი ბიზნესი გახადოთ გლობალური? დაგვიკავშირდით  და ჩვენ მოხარულები ვიქნებით თქვენთან შეხვედრით.