ქართული საკვები პროდუქტების და სასმელების მწარმოებლები ბალტიის და პოლონეთის ბაზრებზე გადიან

საკვებისა და სასმელის მწარმოებელი 8 ქართული კომპანია, რომლებიც ისეთ პროდუქტებს აწარმოებენ, როგორიცაა ხილი, ბოსტნეული, სანელებლები, ჩაი და ალკოჰოლი, რიგასა და ვარშავას სტუმრობენ ბაზარზე ახალ პარტნიორებთან შესახვედრად. ქართული კომპანიები შეხვდნენ წამყვან იმპორტიორებს, საცალო და საბითუმო მოვაჭრეებს და განიხილეს ბიზნეს-საქმიანობის შესაძლებლობები.